error1219 2018.02.19
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მთავარ პროკურატურას მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ განხორციელებლი მუქარის ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს, შეისწავლონ და სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულთან დაკავშირებით. 

ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ, სოციალურ ქსელ ფეისბუქის კონკრეტული ანგარიშიდან ხორციელდება მუქარა და შეურაცხყოფა, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს ერთ-ერთ საქმეში მის მონაწილეობას“. 

 როგორც ასათიანი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს, „სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, ადვოკატის მიმართ მუქარა დაცვის განხორციელებისას, წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება“.

 ამასთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით, დავით ასათიანი მოუწოდებს საზოგადოებას, არ მოხდეს ადვოკატის გაიგივება იმ პირთან, ვინც სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით. აღნიშნული მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა