პარლამენტმა სამშენებლო კოდექსის განხილვა დაიწყო. დღეს კანონპროექტების პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა წარდგენილი.
„საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მოცემული, „საქართველოში ბოლო წლებში წარმოქმნილმა ე.წ. „სამშენებლო ბუმმა“ და მის ფონზე გამოვლენილმა ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტები ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამიტომ დღის წესრიგში დგას ამ სფეროს მოწესრიგების საჭიროება“.
შეგახსენებთ, რომ კოდექსის პროექტი, რომელიც სამშენებლო სექტორის რეგულირებისთვის სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში გაწერილი ნორმების ერთ დოკუმენტში თავმოყრას და განახლებას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ორი წელია, რაც წარდგენილია.
წყარო: bm.ge
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი