error2606 2018.01.23
სკოლებში აკრძალული ნივთების ტარების 5 000 - მდე შემთხვევა დაფიქსირდა

 მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 1 242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები საახალწო პიტარდა, ბანქო,ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი.



 რაც შეეხება გასულ სასწავლო წელს, სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 2016-2017 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში პირადი გასინჯვისას ამოღებული იქნა 177 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი (დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები) და 1966 სხვადასხვა დასახელების სკოლაში აკრძალული ნივთები (საახალწო პიტარდა, ბანქო,ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტრო სიგარეტი).



  განათლებისადა მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სულ 2016 -17 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში  4943 შემთხვევაა რეფერირებული.
 


 „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს უზრუნველყოფა, დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების პრევენცია. მანდატური უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი გასინჯვა სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით/ზედამხედველობით და თანდასწრებით საფუძვლიანი ან/და დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში.

 

  გამოვლენილი სავარაუდო ძალადობის, კონფლიქტური სიტუაციების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და/ ან სამართალ დარღვევის ფაქტის შემთხვევაში ატყობინებს მშობელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შემდგომი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. სულ 2016 -17 სასწ. წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა“, - განმარტავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

საადვოკატო ბიურო, „OK&CG“ დაინტერესდა, თუ კონკრეტულად რა ნივთების ტარება ეკრძალებათ მოსწავლეებს სკოლაში. აღნიშნულ საკითხს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული „მოსწავლის ქცევის კოდექსი“ არეგულირებს;

 2010 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მოსწავლის ქცევის კოდექსი, რომლის მიხედვითაც გაიწერა ის ნივთები, რომელთა ტარებაც მოსწავლეებს სკოლაში ეკრძალებათ:

 

     - თამბაქოს ნაწარმი;
 

     - ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;
 

     - სანთებელა ან ასანთი;
 

     - ალკოჰოლური საშუალებები;
 

     - ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
 

     - ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
 

     - აზარტული თამაშის საშუალებები;
 

     - უხამსობის ამსახველი ნივთები;
 

     - ნარკოტიკული საშუალებები;
 

     - ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
 

     - ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.


 „მოსწავლის ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე,“-ნათქვამია დოკუმენტში;  

 

 

 

წყარო: ipn.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა