error1374 2018.01.22
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის აფეთქებისას 3 მუშა დაშავდა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.  უბედური შემთხვევისას 3 მუშა დაშავდა და ისიცი ცოტა ხნის წინ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

რკინიზგის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის, კიდურის მოტეხილობები, ნეკნების მოტეხილობები და ასევე, თავის ტრავმები აღენიშნებათ. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები არიან 61 წლის დავით მელქაძე და ამ დროისთვის უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა; 

 

ფირუზ გოგნაძე - 58 წლის - ხერხემლისა და ზურგის ტრამვით გადაყვანილია ხაშურის საავადმყოფოში; ნიკოლოზ კაკიაშვილი 45 წლის - კიდურების მოტეხილობით გადაყვანილია ხაშურის საავადმყოფოში;

 

 წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, სოფელ ბეჟათუბანის მიმდებარედ მოხდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისმობს. შსს-სვე ინფორმაციით, მუშებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბეჟათუბანში, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" 100-მდე თანამშრომელი ორი დღის განმავლობაში კომპანიაში არსებულ შრომის პირობებს აპროტესტებდა. რკინიგზის პროფკავშირის ინფორმაციით, კომპანიასა და მუშებს შორის შეთანხმება მოხდა, კომპანია მათ შრომის პირობებისა და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა, რის შემდეგაც გაფიცულებმა სამუშაო პროცესი აღადგინეს. 

 

 

 

წყარო:Liberali.ge

 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა