საადვოკატო ბიურო „OK&CG“ დაინტერესდა, თუ რამდენი პირის მიმართ დაიწყო გასულ, 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს 11 თვის განმავლობაში [ნაჩვენებია იანვარ-ნოემბრის პერიოდი] სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 14 563 პირის მიმართ დაიწყო. აქედან 3 112-მა პირმა დანაშაული გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინა, რაც დევნადაწყებული პირების 21%-ია.
დანართი: 2017 წლის იანვარ-ნოემბერში დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის სტატისტიკა:
უფრო კონკრეტულად კი, გაეცანით ცალკეულ თვეებში დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის მონაცემებს:
2017 წლის იანვრის თვეში სისხლისამართლებრივი დევნა სულ 1349 პირის მიმართ დაიწყო; აქედან, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილ იქნა 334 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 24.8%-ია.
1370 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა თებერვლის თვეში; საიდანაც, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილ იქნა 363 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 26,5%-ს შეადგენს.
ამავე წლის მარტის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 1 564 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილ იქნა 383 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 24,5%-ია.
სისხლისსამართლებრივი დევნა 1 185 პირის მიმართ დაიწყო აპრილის თვეში და აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილ იქნა 266 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 22,4%-ია.
მაისის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 502 პირის მიმართ დაიწყო. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული 300 პირმა ჩაიდინა, რაც დევნადაწყებული პირების 20%-ია.
რაც შეეხება ივნისს; ამ თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 362 პირის მიმართ დაიწო. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილ იქნა 264 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 19,4%-ს შეადგენს.
ივლისის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწო 1 069 პირის მიმართ. საიდანაც, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული 187 პირმა ჩაიდინა, რაც დევნადაწყებული პირების 17,5%-ს შეადგენს.
აგვისტოს თვეში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 1 116 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩაიდინა 192 პირმა, რაც დევნადაწყებული პირების 17,2%-ია.
1 345 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სექტემბრის თვეში. აქედან, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილ იქნა 261 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 19,4%-ია.
ოქტომბრის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 1307 პირის მიმართ დაიწყო. საიდანაც, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული 274 პირმა ჩაიდინა, რაც დევნადაწყებული პირების 21%-ია.
ნოემბრის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 1394 პირის მიმართ დაიწყო; აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული 288 პირმა კვლავ ჩაიდინა, რაც დევნადაწყებული პირების 20,7%-ს შეადგენს.
რაც შეეხება დეკემბრის თვის მონაცემებს, ეს უკანსაკნელი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის; თუმცა, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ კვლავ მიუბრუნდება თემას და მონაცემების საიტზე განთავსებისთანავე, განაახლებს აღნიშნულ სტატისტიკას.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი