error11426 2018.01.13
შემაკავებელი ორდერი - მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება

 ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობას შემდეგნაირად განმარტავს – „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით’’.

 

 უპირველესყოვლისა აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე უპირველესი რეაგირების მოხდენის ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძოდ კი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრის ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს,  სამედიცინო, იურიდიული, ფსიქოლოგიური დაწესებულების შეტყობინების საფუძველზე, რომელიც დახმარებას უწევს მსხვერპლს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გადაამოწმოს მიწოდებული მოძალადის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და აღნიშნულის დადასტურების შედეგად მსხვერპლის მოძალადისგან დაცვის მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

 

 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ასეცე ადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებულ  რეგულაციებს.

ამავე კოდექსის 2113 –ე და 2114 –ე მუხლები განსაზღვრავს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისა და სასამართლოს მიერ შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემის წესს.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, – ,,დამცავიორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

 ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, – „შემაკავებელიორდერი არის პოლიციის  უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები“.

ამდენად, დამცავ და შემაკავებელ ორდერს შორის განსხვავება მის გამომცემ ორგანოებშია, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ხოლო შემაკავებელ ორდერს იღებს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი.

დამცავი ორდერი შეიძლება,  მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას ითვალისწინებდეს.

 

  დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

აქვე გასათვალისწინებელია ფიზიკური ძალადობის სიმძიმე და მნიშვნელობა, რაც განაპირობებს მოძალადის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტს. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.

 

 სახელმწიფო ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზნით სანქციების გამკაცრებაზე. ამ მიზნით  საქართველოს პარლამენტმა 2017  წლის 05 აპრილს მიიღო დადგენილება  „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების თაობაზე.

 

საქართველოს მთავრობის  2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით შეიქმნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია და  დამტკიცდა  ამ კომისიის დებულებაც (იხ.საქრთველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის #286 დადგენილება ).

 

 საადვოკატო ბიურო OK&CG–ს ადვოკატი ქეთევან ქავთარაძე მიიჩნევს, რომ კანონში არსებული მითითება შესაბამის ორგანოებზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ არაეფექტურია და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად, ურთიერთშეთანხმებულად უნდა იმუშაოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, რათა რეალურად გახდეს შესაძლებელი ძალადობის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. 

 

 ქეთევან ქავთარაძე მოუწოდებს სახელმწიფოს, აქტიურად გადაამზადოს აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს  უფლებამოსილი თანამშრომლები, რათა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ზუსტად დადგინდეს მოძალადის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

სხვა სიახლეები
15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

16 იან

სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა