error1285 2018.01.09
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრების საშობაო საჩუქარი ბავშვთა ჰოსპისს გადა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანის და სოციალური კომიტეტის ინიციატივით, აღმასრულებელი საბჭოს სახელით ბავშვთა ჰოსპისს საშობაო საჩუქარი-ბატუტი გადაეცა.


ასოციაციის ცნობით, აღმასრულებელი საბჭოს წევრები გაეცნენ ჰოსპისის შენობას, მოინახულეს პაციენტები და სამომავლოდ, ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებაც დაგეგმეს.


”2017 წლის იანვრიდან თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი ფუნქციონირებს. "ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს ჰოსპისების სტანდარტებს შეესაბამება.



პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვანია იმ მომენტიდან, როდესაც დგინდება, რომ დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სულიერ ასპექტებს, რაც პაციენტებს და მათ ოჯახებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება. ჰოსპისის გუნდი ცდილობს ბავშვებს და მათ ოჯახებს დაავადებით გამოწვეული ტკივილი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუმსუბუქონ და ოცნებები აუხდინონ.

საქართველოს ბავშვთა ჰოსპისი ინდივიდუალური და კერძო დონაციებით არსებობს”, - ნათქვამია ასოციაციის ინფორმაციაში.

 

წყარო: ipn.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა