error1517 2018.01.09
პარლამენტში ინიცირებული პროექტების პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება სავალდებულო ხდება

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება კანონით სავალდებულო იქნება. 


ამასთან, ნებისმიერ პირს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტებთან და მის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, კომენტარის სახით, საკუთარი შენიშვნისა და მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება. თავის მხრივ, წამყვანი კომიტეტი მიღებულ კომენტარებს შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნაში ასახავს. 

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორებიც არიან დეპუტატები: გიორგი კახიანი, ეკა ბესელია და ირინა ფრუიძე. მათი განმარტებით, ცვლილებების მიზანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკითხები ვებ-გვერდზე ახლაც იდება, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი კანონპროექტების გამოქვეყნების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. 

 

წყარო: ipn.ge