error1421 2018.01.09
ადმინისტრაციულ საქმეთა სტატისტიკა სასამართლოებში

 2017 წლის 11 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 10 796 ადმინისტრაციული საქმე განიხილეს.

 სტატისტიკის თანახმად, სასამართლოებში 3 022 ადმინისტრაციული სარჩელი  ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, 7 774 სარჩელი კი - ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა შეიტანეს. განხილული 10 796 სარჩელიდან სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლო გადაწყვეტილება 5 841 შემთხვევაში მიიღო, 3 935 კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ. 2017 წლის 11 თვეში რეგისტრირებული საჩივრებიდან მხოლოდ 21 დასრულდა მორიგებით. 

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, 2017 წლის 11 თვეში, მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სულ 1 664 ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს, საიდანაც 796 საქმეზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, 851 საქმე კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გადაწყდა. 8 ადმინისტრაციული საჩივარი მორიგებით დასრულდა, 9 საქმე კი ხელახალი განხილვისთვის პირველ ინსტანციაში დაბრუნდა. 

2017 წლის 11 თვეში, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 662 საკასაციო საჩივარი იქნა განხილული, საიდანაც 191 საქმე ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, 439 საქმე კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა. მხარეები  1 საქმეზე მორგიდნენ. 13 საკასაციო საჩივრის განხილვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

წყარო: IPN.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა