error1529 2017.12.27
საქართველოს სახალხო დამცველი ავტოსტრანსპორტის ე.წ. ტექდათვარიელების გადავადების ფაქტს აკრიტიკებს

ომბუდსმენის აპარატი ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების გადავადებას უარყოფითად აფასებს და განმარტავენ, რომ ფაქტი ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტერესებს არ შეესაბამება.

 

ნინო ლომჯარიას განმარტებით, პრობლემურია ის ფაქტი, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან ამოღებულია ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, როცა აღნიშნული თარიღის განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობისთვის არ გადაუცია და თუმცა, ამის მიუხედავად მთავრობამ 2017 წლის 1 დეკემბერს მიღებული რეგლამენტით უკვე დაამტკიცა ახალი თარიღები.

 

 

„ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მეოთხეჯერ გადაიწია ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების ამოქმედებამ. კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვარი განისაზღვრა იმ თარიღად, როდესაც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მცირე გამონაკლისის გარდა) გავლილი უნდა ჰქონდეს ე.წ. ტექდათვალიერება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს ამ პერიოდში ჩატარებული შემოწმებისას არ მიექცევა ყურადღება, რაც საკითხის კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადადებას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსპექტირების ჩატარებისას არ იმოქმედებს ტექნიკური რეგლამენტის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: „დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებული ან შეერთების ადგილებიდან, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით“. ამავე პერიოდში იზრდება გამონაბოლქვ აირებში ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალური დასაშვები შემცველობა და სხვა. შესაბამისად, 2020 წლამდე ჩატარებული ე.წ. ტექდათვალიერების დროს არ შემოწმდება იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც ტექდათვალიერება ვერ უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირებას.

 

 

სახალხო დამცველმა კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების დროულად ამოქმედებას იმ სახით, რაც დადებითად აისახებოდა ქვეყანაში ჰაერისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა