error1305 2017.12.25
შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოავლინეს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც კანონის შესაბამისად, მეწარმის მიმართ უნდა გაფორმებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, რაც კანონის შესაბამისად, 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა, გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, პირადი გამორჩენის მიზნით, ჯარიმა არ დაწერეს და ბიუჯეტს ზიანი მიაყენეს.

 

 

 ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდებათ. სამინისტროს განცხადებით, უწყება იქნება შეურიგებელი და უკომპრომისო თითოეული მსგავსი ფაქტის მიმართ და მას მოჰყვება მკაცრი რეაგირება სამინისტროს ხელმძღვანელობის 

 

 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა