error6390 2017.12.22
„OK&CG“- მ სადაზღვევო კომპანია შპს „აი სი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო

საადვოკატო ბიურო „OK&CG“- მ სადაზღვეო კომპანია შპს „აი სი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო. შპს „ჯი-ეს-ემ ტრანს“-მა, რომლის ინტერესებსაც საადვოკატო ბიურო „OK&CG“ იცავდა, სადაზღვევო კომპანია შპს „აი სი ჯგუფის“ წინააღმდეგ დავა 2016 წლის 25 თებერვალს, სადაზღვეო თანხის (94 270 ევრო )  მიღების მოთხოვნით დაიწყო.

 

2013 წლის 27 ივნისს სადაზღვეო კომანია შპს „აი სი ჯგუფსა“ და  შპს „ჯი-ეს-ემ ტრანსს“ შორის 3 წლის ვადით დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „აი სი ჯგუფმა“ დამზღვევის მიმართ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აიღო.

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“- ის ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის განმარტებით,  „შპს „ჯი-ეს-ემ ტრანს“-მა პოლონეთში ერთ-ერთ კომპანიას შეუკვეთა ტვირთი, რომელიც შემდეგ ტრანსპორტირებისას დაიკარგა, რის გამოც დადგა სადაზღვევო შემთხვევა. მომხდარზე უკრაინაში დაიწყო გამოძიება, რომელიც დღემდე არ დასრულებულა, შესაბამისად, ჯერ ვერ დადგინდა, ეს ტვირთი განადგურდა, დაიკარგა, დაზიანდა თუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა“.

 

  მიუხედავად იმისა, რომ, ხელშეკრულების თანახმად შპს „აი სი ჯგუფს“ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება ჰქონდა, მან ეს ვალდებულება, იმ მიზეზით, რომ გამოძიების შედეგები ცნობილი არ არის, არ განახორციელა; მაშინ, როდესაც მოსარჩელეს სრულად ჰქონდა დაზღვეული აღნიშნული ტვირთი და  სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო, სრულად აენაზღაურებინა სადაზღვევო თანხა, რომელიც ტვირთის საინვოისო ღირებულების მიხედვით  94 269 ევროს შეადგენდა.

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“- ის ადვოკატის, ანა გორდეზიანის განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ იყო, სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო, აენაზღაურბინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანი, ვინაიდან ტვირთის დაზღვევის მთავარ მიზანს ამ ტვირთის ნებისმიერი ფორმით განადგურების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა“.

 

 ადვოკატი ქეთევან ქავთარაძე განმარტავს, რომ „იმ პირობებში, როცა ვერ დგინდებოდა ტვირთის დაკარგვის რეალური მიზეზი,  სასამართლო ძირითად შემთხვევაში ვგადაწყვეტილებას იღებდა სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ და გამოძიების დასრულებამდე არ ახდენდა ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელების დაკმაყოფილებას. აღნინულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არსებითად განსხვავებული მიდგომაა და შეიძლება ითქვას, რომ ახალ პრაქტიკას აყალიბებს, რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია დამზღვევის და არა სადაზღვეო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, რაც მისასალმებელა“.

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა