error1499 2017.12.20
მსჯავრდებულებისთვის განთავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება იხსნება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განთავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულების გახსნას გეგმავს.

 „ამ დაწესებულებაში გადაყვანილნი იქნებიან ის პირები, რომლებსაც კალენდარულად განთავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი“- ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კახიშვილის განმარტებით, პატიმრებს ამ დაწესებულებაში საშუალება ექნებათ,  სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ.

„გარდა ამისა, ამ დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გათავისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება  იმ შემთხვევაში, თუ ისინი იპოვიან მუდმივ სამუშაო ადგილს ან თუ ივლიან სასწავლო დაწესებულებაში. ბუნებრივია, ასევე, მათ ექნებათ საშუალება, დატოვონ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და სადღესასწაულო დღეებში,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებს საადვოკატო ბიურო „OK&CG“.

კომპანიის დამფუძნებლის, ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, „ამ ტიპის ინიციატივები ცალსახად მისასალმებელია და მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი საკითხები პრიორიტეტული უნდა გახდეს. მსჯავრდებულები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საპატიმროებში აღმოჩნდნენ, არიან ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და სასჯელის მოხდის შემდეგ მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა: ისწავლონ, იმუშავონ, თავად იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე თავისუფლად შეძლონ გარემოსთან ადაპტაცია; ამ ყველაფერში კი სახელმწიფოსთან ერთად მთელი საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული, უნდა გააქტიურდეს კერძო სექტორი და სახელმწიფოსთან ერთად მანაც იზრუნოს მსჯავრდებულთა ან ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსჯავრდებულთათვის ღირსეული გარემოს შექმნა მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი რესოციალიზირდნენ, არამედ ამას კიდევ სხვა პლუსები აქვს; მაგალთად ის, რომ სახელმწიფო ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას მოახდენს, თავიდან აიცილებს კრიმინალის ზრდას, ეყოლება მეტი რეალიზებული ადამიანი და ა.შ;  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი კომპანია მიესალმება ამ ინიციატივას და მოხარულები ვიქნებით, თუ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი აქტივობა განხორციელდება“.

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა