error1362 2017.12.20
110-მა მოსამართლემ 11 თვეში 6 189 931 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი აიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოს 110 მოსამართლეზე, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მთლიანობაში, 6 189 931 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა.

აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსამართლეებმა იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, თანამდებობრივი სარგოს სახით, მთლიანობაში 4 225 184,02 ლარი მიიღეს. ხოლო ამავე პერიოდში, მოსამართლეებს დანამატის სახით, 1 964 747, 38 ლარი აქვთ მიღებული.

 აღსანიშნავია, რომ იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მოსამართლეებს ფიქსირებული 700-ლარიანი დანამატის ნაცვლად, ხელფასის ოდენობაზე მეტი დანამატი სამჯერ აქვთ მიღებული - მარტში, ივნისსა და სექტემბერში. კერძოდ, მოსამართლეებმა მარტში, ჯამში - 405 700 ლარი, ივნისში - 486 213,74 ლარი, ხოლო სექტემბერში - 536 549,9 ლარი მიიღეს.

რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოებს, გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მოსამართლის ხელფასი 4 000 ლარიდან 5 142 ლარამდე მერყეობს.

მთლიანად, იანვარში მოსამართლეების ხელფასებზე 349 900 ლარი გაიცა, თებერვალში - 344 900 ლარი, მარტში - 345 500 ლარი, აპრილში - 352 681 ლარი; აქედან - 23 181 ლარი დეკრეტული შვებულებისთვის არის გაცემული.

რაც შეეხება მაისს, ამავე დოკუმენტის თანახმად, მოსამართლეების ხელფასზე, ჯამში, 329 500 ლარი, ივნისში - 423 272,36 ლარი, ივლისში - 442 741,18 ლარი, აგვისტოში - 409280 ლარი (22 400 ლარი ერთ მოსამართლეზე გაცემული დეკრეტული შვებულების თანხაა), სექტემბერში - 405 009,54 ლარი, ოქტომბერში - 409 200 ლარი, ხოლო ნოემბერში - 413 199,94 ლარი გაიცა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეებს აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, პრემიები არ მიუღიათ.

 

წყარო: IPN.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა