error1643 2017.12.18
21 წლამდე ახალგაზრდებისთვის ონლაინ კაზინოებზე წვდომა აიკრძალება

საქართველოს მთავრობა ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე დარეგისტრირებული ადამიანების ანგარიშები უნდა გაუქმდეს. კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ერთიანი ბაზა და ასევე აზარტომანების (ლუდომანია) შავი სია შეიქმნება;  ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიზანი აზარტული თამაშებიდან არასრულწლოვნების და 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჩამოშორებაა.

 

 პროექტი პირველი მოსმენით საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა, შენიშვნები კი ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნა.


 სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯია, რადგან პრობლემის ამ ფორმით მოგვარება შეუძლებელია. მისი მიღების შემთხვევაში ფინანსურად დაზარალება როგორც ბიზნეს სექტორი, ასევე ბიუჯეტიც. მათივე თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში არალეგალური,  ე.წ. ხელზე თამაშები რეალური საფრთხე იქნება.


 მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ფსიქოლოგებმაც. მათი განმარტებით, აზარტომანებზე მსგავსი ტიპის აკრძალვა უკურეაქციას გამოიწვევს, მათი სიების მეშვეობით გამოყოფა  დანარჩენი საზოგადოებისგან კი ერთგვარ დისკრიმინაციას დაამკვიდრებს.


 მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება საადვოკატო ბიურო „Ok&CG“. ადვოკატ ანა გორდეზიანის განმარტებით, „დღეს მოქმედი კანონმდებლობა ნაკლებად არეგულირებს მსგავს საკითხებს, რის გამოც შესაძლოა, ითქვას, რომ ონალიან კაზინოებისა და ტოტალიზატორების სეგმენტთან მიმართებით სამართლებრივ ვაკუუმთან გვაქვს საქმე.

 იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანონპროექტის ფარგლებში დაწესდება ქმედითი რეგულაციები, ვფიქრობ, აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა უფლებების დაცვის  სტანდარტს“.

 

 პარლამენტი მთავრობის ინიციატივის განხილვას საგაზაფხულო სესიებიდან გააგრძელებს, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტთან საკანონმდებლო ორგანო.

 

წყარო: რუსთავი 2

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა