error1319 2017.12.15
2012 წლიდან საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ 382 სა

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქყვეყნა კვლევა „საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქის წინააღმდეგ,“ რომლის თანახმადაც, 2012 წლიდან საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ 382 სარჩელია შეტანილი.

 კერძოდ, სამინისტროები - 321, თვითმართველიქალაქები - 61. აქედან 368 სარჩელი წარადგინეს საჯარო მოხელეებმა (სამინისტრო - 319, თვითმმართველიქალაქი - 49), ხოლო 14 სარჩელიშრომითიხელშეკრულებითდასაქმებულმაპირებმა (სამინისტრო - 2, თვითმმარველიქალაქები - 12). 

კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. 
 საია-ს ინფორმაციით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ სრულად და ნაწილობრივ დააკმაყოფილა 83, ხოლო არ დააკმაყოფილა 61 სარჩელი, საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში, წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველი დარჩა 19 საქმე. 

 სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 5 სამინისტროს, კერძოდ: შს სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსდაევალაუკანონოდგათავისუფლებული 25 საჯარომოხელისსამსახურშიაღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა, აქედან ქუთაისის მერიას - 8, თბილისის მერიას - 6, თბილისის საკრებულოს - 5, ფოთის მერიას - 5, რუსთავის მერიას - 1.
 ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით სამინისტროებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა სულ ჯამში განაცდურის სახით გადაიხადეს 652 269 ლარი, სამინისტროებმა 27 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური, სულ 373 038 ლარის ოდენობით, თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისთვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი. 

  აღნიშნულ კვლევას გამოეხმაურა საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი. მისი შეფასებით, „ტენდენცია, რომ მოქალაქეები სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში იბრძვიან თავიანთი უფლებების დასაცავად, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. ის, რომ სახელმწიფო უწყებებში ასე ხშირია რეორგანიზაცია, რაც იქ დასაქმებულ ადამიანებს დიდ ზიანს აყენებს. ერთ ის, რომ მათ აქვთ მუდვივი არასტაბილურობის შეგრძნება და მეორე, მათი განთავისუფლება უმეტესად ხდება ე.წ. პატაკის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები თითქოსდა საკუთარი ნებით ტოვებენ სამსახურს“. 

 ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, მსგავსი ცვლილებები ზიანს აყენებს როგორც საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულ მოქალაქეებს, არამედ მთლიანად სახელმწიფოსაც რადგან „თავის მხრივ, ასეთი ტიპის ცვლილებები სახელმწიფოს უზრდის გადასახადებს და ამასთან ერთად საჯარო სექტორში არსებული არასტაბილურობის განცდა ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს“.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული კვლევა „საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქის წინააღმდეგ”2012 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველი ნოემბერის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) მიღებულ საჯარო ინფორმაციას ეფუძნება.

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა