error1303 2017.07.25
სტრასბურგის მოსამართლეობისთვის წარდგენილი ქართველი იურისტები უკვე მესამედ დაიწუნეს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის კონკურსს ლადო ჭანტურია გააგრძელებს. სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ. იუსტიციის მინისტრის განმარტებით კომისიამ, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებაზე მუშაობდა შოთა გეწაძის შემთხვევაში კანდიდატის ახალგაზრდა ასაკი მიიჩნია ნაკლად. სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში კი, წულუკიანის განმარტებით, მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი და ხანგრძლივობა ამ ეტაპზე არის შედარებით ხანმოკლე. წულუკიანმა მოწიფული ასაკის იურისტებს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, რომელიც 25 აგვისტომდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას უკვე მეოთხედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად