error1070 2017.07.22
100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, მძღოლები ყველაზე ხშირად ოთხი კატეგორიის დარღვევისთვის დაჯ
მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.როგორც შსს იუწყება, პირველი ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, მძღოლები ყველაზე ხშირად, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველიდან 7 ივლისის ჩათვლით ყველაზე მეტი ჯარიმა, კერძოდ 2436, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაიწერა. აღნიშნული დარღვევის გამო კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად მძღოლებს მართვის მოწმობაზე 5 ქულა ჩამოაკლდებათ.შსს-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქულათა სისტემის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც შეადარეს, რომლის მიხედვითაც 24 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 2780 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა. წყარო: bpn.ge
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა