error 707 2017.07.13
10 გახმაურებული კორუფციული საქმე მერიაში
ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა გუშინ თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა.გამოძიების თანახმად, აბესაძე მოქალაქეებს მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.თუმცა, აბესაძის შემთხვევა პირველი არ არის და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში 10 გახმაურებული კორუფციული ფაქტი მოხდა.ჯოკია ბოდოკია- თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.მამუკა ცაავა- ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ცაავამ ერთ-ერთ მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 3 000 ევრო მოსთხოვა.მიხეილ ქვირია- საბურთალოს რაიონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა იმისთვის დააკავეს, რომ ინდოეთისა და ერაყის მოქალაქეებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენაში, აუქციონის მომზადებასა და ჩატარებაში დახმარების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარი გამოართვა.გიორგი გვენეტაძე- სამგორის რაიონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე მაშინ დააკავეს, როცა სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა დაგამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მეწარმეს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარი. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი - 150 ლარი. დაკავებისას გიორგი გვენეტაძემ გაქცევა სცადა, თუმცა დევნისას საჭე ვერ და იმორჩილა და რკინის ბოძს შეეჯახა.ნანა მაისურაძე- კრწანისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა კრწანისის რაიონში, გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, გამარჯვებასა და მშენებლობისთვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი აიღო.ვასილ ბექაური- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ბექაურმა ერთ-ერთ მეწარმეს ნაძალადევის რაიონში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად დაფინანსების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.ანზორ გუნბერიძე- თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიცქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისის მერიის გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რის საფუძველზეც მერიამ ამ კომპანიას საბანკო ანგარიშზე 5 000 ლარი ჩაურიცხა. სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხის ნახევარი - 2 500 ლარი.მიხეილ მეთაფლიშვილი- "თბილსერვის ჯგუფის" ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავა. დადგენილია, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა "თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1 500 ლარი.დავით მეყანწიშვილი- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე. დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს თბილისში 8271 კვმ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შესაბამისი ნებართვის დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი. ამ თანხის ნაწილი - 10 000 ლარი, მან წინასწარ მოითხოვა.დავით ბალიაური- მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან საზამთროს გამყიდველს 300 ლარი გამოსძალა, სანაცვლოდ კი, ხელშეუხებლობის გარანტია მისცა.წყარო : bpn.ge
სხვა სიახლეები
27 ივლ

მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა