error 798 2017.06.16
კომპანია “OK & CG” ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს მართლსაწინააღმდეგო გარიგებებში ადანაშაულებს

​იურიდიული კომპანია “OK & CG”-ის დამფუძნებელი, ექსპერტი იურიდიულ საკითხებში – ოთარ კაჭკაჭაშვილი ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს მართლსაწინააღმდეგო გარიგებებში ადანაშაულებს, რაც მისი შეფასებით, საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება. კაჭკაჭიშვილის მტკიცებით, სესხთან დაკავშირებული სიცოცხლის დაზღვევა რეალურად, არა ადამიანის სიცოცხლის დაზღვევას, არამედ ბანკის სესხის დაზღვევას გულისხმობს.„ მათი ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გარდაიცვლება სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, დაფაროს გარდაცვლილი პირის დარჩენილი სესხის ოდენობა. თუმცა ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს ბანკისთვის სესხის ანაზღაურებაზე და ბანკი გარდაცვლილის ოჯახს ავალდებულებს სესხის დაფარვას. როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრი ცდილობს გაარკვიოს გარიგება- ხელშეკრულების დეტალები, არც ბანკი და არც სადაზღვევო კომპანია არ აძლევენ ამის უფლებას. მიზეზი კი არის ის,რომ აღნიშნული პირი არ არის ხელშეკრულების მხარე და არც გასაჩივრება შეუძლია. შესაბამისად, დაზარალებული მხარე ვერ ახერხებს პრობლემის სასამართლო გზით მოგვარებას და პირადი სახსრებით უწევს თანხის დაფარვა.„ეს გახლავთ იურისპრუდენციაში არსებული დიდი პრობლემა,რომლის მოგვარებაშიც აუცილებლად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. მნიშვნელოვანია გარკვეული რეგულაციების დაწესება, იმისათვის, რომ მოქალაქეთა უფლებები არ დაირღვეს და დაზარალებული ოჯახის წევრებს ხელი მიუწვდებოდეთ გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სასამართლოს გზით დაიცვან საკუთარი ინტერესები. ბანკმა და სადაზღვევო კომპანიამ ამ მანკიერი სქემის შესახებ იციან და მოქალაქეების წინააღმდეგ, თავიანთი ინტერესების დასაცავად, წარმატებით იყენებენ. საკითხს ართულებს ისიც, რომ როცა კონკრეტული ადამიანი მიდის ბანკიდან სესხის ასაღებად, უმეტეს შემთხვევაში, ბანკი მომხმარებელს დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე სესხს არ უმტკიცებს და იძულებულს ხდის, გააფორმოს ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება კი მარკეტინგულად ისე აქვთ შეფუთული, რომ მოქალაქეს ჰგონია მისი სიცოცხლეა დაზღვეული. სინამდვილეში, ბანკის სესხია დაზღვეული. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ბანკსა და სესხის ამღებ პირს შორის ურთიერთობა. დამატებითი ხელშეკრულებები აღარ უნდა გაფორმდეს”,-განმარტავს იურიდიული კომპანია “OK & CG”-ის დამფუძნებელი.​კაჭკაჭაშვილი მიიჩნევს, რომ სესხთან დაკავშირებული სიცოცხლის დაზღვევა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.„აგრეთვე, აუცილებელია, რომ მოქალაქე ნებისმიერი გარიგების დადებამდე, ხელშეკრულების პირობებს გაეცნოს “, – აღნიშნავს ოთარ კაჭკაჭაშვილი. წყარო:http://kvira.ge/332817

სხვა სიახლეები
22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას