error 628 2017.04.13
OK & CG-ის დავა სატელეფონო სადგურის თანამშრომლების დასაცავად

მოსარჩელეები, რომლებიც სატელეფონო სადგურის თანამშრომლები გახლდნენ 1980-1990-იან წლებში სახელმწიფომ საერთო საცხოვრებელში შეასახლა,რის შემდეგაც არსებული ქონების პრივატიზება და მათ საკუთრებაში გადაცემა უნდა მომხდარიყო. თუმცა დოკუმენტები,რომლის მიხედვითაც მოსარჩელეები უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ, 90 - იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და საქართველოს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო განადგურდა. 9 ოჯახს, მათ შორის მცირეწლოვან, მრავალშვილიან პირებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება.იმის გამო რომ ქონება მათ საკუთრებაში არ იყო, წლების განმავლობაში დენი,წყალი,გაზი არ მიეწოდებოდათ. მოსარჩელეებმა 2009 წელს მიმართეს საადვოკატო ბიურო „OK & CG“-ის . OK & CG“-ის ადვოკატებმა პირველ ყოვლისა მერიას მიმართეს თხოვნით, რომ გაზიფიცირება,ელექტროფიკაცია მომხდარიყო და მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „ რაც შეეხება პრივატიზების საკითხს, არაერთი ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა. საბოლოოდ ქონების პრივატიზების მოთხოვნით განცხადებით მივმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა . აღნიშნული აქტი ძალაში დარჩა ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით. აქტები გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. საქმეში მოპასუხე მხარედ ჩართული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინსიტრო და საქართველოს მთავრობა არ დაეთანხმა საასსრჩელო მოთხოვნას. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტები და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა“ -განაცხადა ადვოკატმა დავით მუმლაძემ.

სხვა სიახლეები
22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას