error 695 2017.04.11
მთავრობის ინიცირებულ მარიხუანის კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი

მარიხუანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთაკომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში: იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთი თვიდან ექვს თვემდე ვადით. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლით ყველა სხვა სახის ნარკოტიკის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა ან გამონაკლის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით. აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანაფსა და მარიხუანასთან დაკავშირებული ცვლილებები არ გაავრცელა კანაფის სხვა პროდუქტებზე, როგორიცაა: კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში: რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულ ცვლილებებს, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-დან 160 საათამდე ვადით. რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, პროექტში აღნიშნულია, რომ ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტით კი, როგორც აღვნიშნეთ, ჯარიმა 300 ლარია გათვალისწინებული, შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა იყოს 900 ლარზე ნაკლები. ასევე, მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე ვადით. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები). აღნიშნული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. აღნიშნული ქმედების (მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე ვადით. კულტივირება კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, იგივე ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შენარჩუნებულია, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დიდი ოდენობით და დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე იქნება.

სხვა სიახლეები
22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას