error 751 2017.04.10
აიკრძალება თუ არა ჩილიმ ბარებში ჩილიმის მოწევა?

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს მოწევა რიგ დაწესებულებებში 2018 წლამდე შეიზღუდება, 2018 წლიდან კი, სასტუმროებისა და სტადიონების გარდა, სრულად აიკრძალება. პროექტი მოწევასთან დაკავშირებით აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტში აწესებს. მათი დარღვევა შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს. კანონპროექტით, ფართოვდება ტერმინი „თამბაქოს ნაწარმი“ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად ,,ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“, „საწუწნი თამბაქო“, „ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ. კანონპროექტის ინიციატორი, გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო ჩილიმ ბარებშიც უნდა აიკრძალოს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი მეორე მოსმენისთვისაა შესათანხმებელი. კანონპროექტის ინიციატორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩილიმ ბარებზე გამონაკლისს დაუშვებენ, იქ საკვების გაყიდვა უნდა შეიზღუდოს. „იქ არ იქნება არანაირი სასმელი და საჭმელი, რადგან, ეს რომ დავუშვათ, მაშინ შეიძლება ყველა სხვამაც (კაფე-ბარმა) დაირქვას ჩილიმ ბარი... გამონაკლისის შესახებ, ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი. ეს მეორე მოსმენისთვის შესათანხმებელი საკითხია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ღამის კლუბებსა და ბარებში ნამდვილად აიკრძალება, იმიტომ, რომ იქ სასმელი და საჭმელია და ჩვენ ამას არ ვუშვებთ“, - ამბობს გუგული მაღრაძე პროექტის თანახმად, კაფე-ბარების, რესტორნებისა და კვების ობიექტების, სამორინეებისა და აზარტული კლუბების მეპატრონეები 2018 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილნი იქნებიან, შენობაში სპეციალურად მწეველთათვის განკუთვნილი ადგილები გამოყონ, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: არ უნდა იკავებდეს შესაბამისი დაწესებულების საერთო ფართობის 50%-ზე მეტს; ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. LIBERALI.GE

სხვა სიახლეები
22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას