error 1395 2017.04.07
თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება

”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის საჯარიმო სანქციები 50 ლარიდან, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარიდან დაიწყება. როგორც ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, კანონის ადმინისტრირებას ფიზიკურ პირებთან მიმართებაში შსს, ხოლო იურიდიულ პირებთან ფინანსთა სამინისტრო მოახდენს. თუმცა პროცესში ჩაერთვება სხვა უწყებებიც, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, ყურადღება გაამახვილოს ჯანდაცვის ობიექტებზე, ტრანსპორტზე პასუხისმგებელი ტრანსპორთამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე.ტის შესაბამისი სამსახურები იქნებიან, ხოლო რეკლამის კანონის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრირების ორგანო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაა. ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას მაისის ბოლომდე ვარაუდობს. მისივე ინფორმაციით, კანონის ძირითადი მუხლები 2018 წლიდან შევა ძალაში. ნაწარმის ხილვადობის აკრძალვა ორი წლის შემდეგ, სტადიონზე მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვა კი, სრულად 2020 წლიდან ამოქმედდება. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი. ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.

სხვა სიახლეები
19 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის რეგისტაცია დაიწყო

23 მაი

ცვლილებები ადვოკატთა საკვვალიფიკაციო გამოცდაში

20 მაი

სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაჯარიმებას გამოიწვევს

20 მაი

51-ე სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

20 მაი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება

16 მაი

2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა

15 მაი

„OK&CG“ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

15 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ქვეყანაში ბევრი საექსპერტო დაწესებულება უნდა გაიხსნას