error1591 2017.03.23
პრეზიდენტის მკვლელობა სიყვარულის სახელით

1981 წლის 30 მარტს ვაშინგტონის სასტუმრო ჰილტონიდან გამოსულ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ლიმუზინიდან ასხლეტილმა ტყვიამ გულ-მკერდის არეში დაჭრა პრეზიდენტი. მძიმედ დაიჭრნენ მისი პრეს-მდივანი ჯეიმს ბრედი, პოლიციის ოფიცერი ტომას დელაჰენთი და საიდუმლო სამსახურის აგენტი ტიმოთი მაკარტიც.თავდამსხმელს გაქცევა არ უცდია. იგი ადგილზე დააპატიმრეს. ადამიანი, რომელმაც პრეზიდენტსა და მის გარემოცვას ცეცხლი გაუხსნა, ჯონ ჰინკლი იყო და როგორც მოგვიანებით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გაირკვა, მას ამისთვის "ძალიან მნიშვნელოვანი“ მიზეზი ჰქონდა - სიყვარული. პრეზიდენტი რეიგანი და სხვა დაზარალებულები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა საზოგადოების მძაფრი ინტერესი ჰინკლის საქმისადმი ამას არ დაუცხრია. ამერიკელთა დიდი ნაწილი ჰინკლისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საზოგადოების აზრი არ გაიზიარა. ნაფიცმა მსაჯულებმა ჰინკლი უდანაშაულოდ ცნეს და ფსიქიკური პრობლემების გამო ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს. ჰინკლიმ იქ 34 წელი გაატარა და მხოლოდ 2016 წელს, 61 წლის ასაკში გათავისუფლდა. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ჰინკლის უდანაშაულოდ ცნობა მწვავედ გააკრიტკა მედიამაც. საქმე უმნიშვნელოვანესი იყო, ის პრეზიდენტის უსაფრთხოებას ეხებოდა. თუმცა ნაფიცი მსაჯულების მოულოდნელი გადაწყვეტილება სასამართლო პროცესებისას გამოვლენილმა გარემოებებმა განაპირობა. პრეზიდენტზე თავდასხმა ჯონ ჰინკლიმ არა მის მოსაკლავად და სახელმწიფო ინტერესის დასაზიანებლად, არამედ საყვარელი ქალის ყურადღების მისაქცევად გადაწყვიტა. ჰინკლი მანიაკალურად იყო შეპყრობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯოდი ფოსტერით. იგი აღმერთებდა ფოსტერს. სწერდა უამრავ წერილს, გამუდმებით ურეკავდა, თუმცა მის ყურადღებას ვერაფრით იქცევდა. საბოლოოდ,ჰინკლიმ გადაწყვიტა გარკვეულწილად გაემეორებინა სცენა ფილმიდან „ტაქსის მძღოლი“, სადაც ფოსტერი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს და ქალის ყურადღების მოსაპოვებლად პრეზიდენტს დასხმოდა თავს. თავდაპირველად იგი რეიგანის წინამორბედ ჯიმი კარტერს დასდევდა, თუმცა მასზე თავდასხმა ვერ მოახერხა, ამიტომაც მისი სამიზნე ახალარჩეულიო რონალდ რეიგანი გახდა. სროლის მომენტამდე რამდენიმე დღით ადრე მან ჯოდი ფოსტერს წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა მხოლოდ მის მოსახიბლად და მისი ყურადღების მისაქცევად აპირებდა. მოგვიანებით ეს წერილი, ისევე როგორც ფოსტერითვის გაგზავნილი სხვა ათასობით შეტყობინება სასამართლო მტკიცებულება გახდა. ჰინკლიმ მართლაც მიიქცია თავისი უსაყვარლესი ქალის ყურადღება, თუმცა არა დადებითი. ჯოდი ფოსტერი ყველანაირად ცდილობდა და ცდილობს მასზე საუბრისგან თავის არიდებას და მოგვიანებით, როცა ჰინკლი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს, მსახიობმა ადვოკატებიც კი აიყვანა, რომ საკუთარი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე დაემტკიცებინა და პოტენციური თავდამსხმელი ციხეში გაეშვა. თავად ჰინკლი, რომელიც ახლა მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს, ამ თავდასხმას „სიყვარულში გამოტყდომის ყველაზე საოცარ ფაქტს“ უწოდებს.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა