error990 2017.03.09
ვიკილიქსის სკანდალური დოკუმენტაცია - "CIA ტელევიზორებიდან გისმენთ"
8 მარტს ვიკილიქსმა (Wikileaks) საიდუმლო დოკუმენტების მორიგი ნაწილი გაასაჯაროა. პუბლიკაციის ავტორების თქმით, ეს დოკუმენტები ამერიკის შეერთებლი შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ჰაკერულ მოქმედებებს ხდის ფარდას. დოკუმენტებში საუბარ კომპიუტერებისა და სმარტფონების, ასევე „ჭკვიანი“ (Smart) ტელევიზორების ისეთ ვირუსებზეა, რომლებიც მათ მოსასმენ მოწყობილობად აქცევს. დოკუმენტების თანახმად, კიბერიარაღის არსენალში, რომელიც თითქოსდა CIA-ს გააჩნია, არის საოპერაციო სისტემების Windows, Android, iOS, OSX и Linux-ის და ასევე ინტერნეტ-როუტერების დამაზიანებელი ვირუსები. Wikileaks-ის ინფორმაციით, ამ პროგრამების ნაწილი აშშ-ში შეიქმნა, თუმცა ამერიკელებს ბრიტანული დაზვერვა ე.წ მი-5-იც დაეხმარა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გასაჯაროებული დოკუმენტების კომენტირებაზე უარი განაცხადეს, თუმცა გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა საკმაოდ მწვავე გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ პროგრამული შეცდომებისა და სუსტი ადგილების კატალოგის შექმნით სადაზვერვო სააგენტომ ქვეყნის მთელი მოსახლეობის ციფრულ უსაფრთხოებას შეუქმნასაფრთხე და ეს პროგრამული გარღვევები ბოროტად გამოყენა. Wikileaks-ი გამოქვეყნებულ დოკუმენტებს მხოლოდ “სერიის დასაწყისს“ უწოდებს. საიტის ავტორები აცხადებენ, რომ სადაზვერვო სააგენტოს ჰაკერული ღონისძებების გასაჯაროებას გააგრძელებენ. ეს არ არის ვიკილიქსის მიერ გასაჯაროებული პირველი სკანდალური დოკუმენტაცია. ეს საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტურიორგანიზაცია, ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ საიდუმლო და ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს 2006 წლიდან აქვეყნებს. ორგანიზაციის დირექტორი ავსტრალიელი ჟურნალისტი ჟულიან ასანჟი 2012 წლიდან შვედეთში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის ბრალდებით იძებნება. იგი თავს უდანაშაულოს მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქმე მის წინააღმდეგ პოლიტიკურადაა მოტივირებული. უკვე მეხუთე წელია ასანჟი დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს და პოლიციისთვის მიუწვდომელია, რადგან უცხო ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა