error1240 2017.03.07
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონები
„ფორბსმა" 2016 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონები დაასახელა. 1)ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი ასაკი: 62 ქვეყანა: გერმანია დასაქმების სფერო: პოლიტიკა ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული ევროკავშირის ”რკინის ლედი” ყოველ წელს უფრო აძლიერებს საკუთარ გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე. მერკელი აქტიურად ერთვება ტერორისტულ დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელ კონტინენტზე რუსული გავლენის დაბალანსებაში. მერკელი აგრეთვე ზრუნავს იმ მილიონობით მიგრანტზე,რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გერმანიაში დასახლდნენ. 2)ჰილარი კლინტონი ამერიკელი პოლიტიკოსი ასაკი:69 ქვეყანა:ამერიკის შეერთებული შტატები დასაქმების სფერო: პოლიტიკა ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული ჰილარი კლინტონი პირველი ქალია ნიუ-იორკიდან ,რომელიც სენატორად აირჩიეს. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დემოკრატების კანდიდატი ჰილარი მოგების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ქალი გახდებოდა. ჰილარი კლინტონისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნამდვილად ისტორიული მოვლენა იქნებოდა თავის კარიერაში. 3)ჯანეტ იელენი ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ასაკი: 70 ქვეყანა: აშშ დასაქმების სფერო: ეკონომიკა ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული მსოფლიოს მთავარი საფინანსო რეგულატორის სათავეში მყოფმა პირველმა ქალმა მალევე მოიპოვა გავლენა. იელენის სათავეში მოსვლა აშშ-ში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა,თუმცა მან მალევე მოახერხა ეკონომიკის სტიმულირება. ჯანეტს განუსაზღვრელი გავლენა აქვს ამერიკის მონეტარულ პოლიტიკაზე. 4)მელინდა გეიტსი თანადამფუძნებელი Bill & Melinda Gates Foundation-ის ასაკი: 52 ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები დასაქმების სფერო:ქველმოქმედება ოჯახური მდგომარეობა:დაოჯახებული მელინდა გეიტსს 40.9-მილიარდ დოლარიანი საქველმოქმედო ფონდი აქვს,რომელსაც თავის ქმართან , მსოფლიოში ერთერთ უმდიდრეს ადამიანთან, ბილ გეიტსთან ერთად განაგებს. მელინდამ სრულიად ახალი მიდგომა დაამკვიდრა საქველმოქმედო სფეროში. მისი მუშაობა არაერთი მსხვილი ორგანიზაციის ინსპირაციის წყარო გამხდარა. გეიტსი სამომავლოდ 80 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს ქალთა და გოგონათა უფლებებების განსამტკიცებლად,რაც საბოლოოდ, გენდერული თანასწორობის მიღწევაში დაეხმარება. 5)მერი ბარა “ჯენერალ მოტორსის” აღმასრულებელი დირექტორი ასაკი:55 ქვეყანა:აშშ ოჯახური მდგომარეობა:დაოჯახებული მერი ბარა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქალბატონად ითვლება. სწორედ მისი წყალობით, საავტომობილო კომპანია „General Motors“ ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპისა და აზიის ბაზარზე მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ბარამ მოახერხა ინოვაციური ელექტრო მანქანის - Chevrolet Bolt EV-ის გამოშვება,რომლის გაყიდვა წარმატებით განხორციელდა კალიფორნიისა და ორეგონის შტატებში. მერი ბარა 2017 წელს Chevrolet Bolt EV-ის რეალიზაციას ამერიკის დანარჩენ შტატებშიც გეგმავს.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა