error566 2022.12.15
მედიაცია იურისტებისთვის - ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი

მედიაცია იურისტებისთვის - ამ სახელწოდების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეგიდითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.  

დისკუსიის ფორმატში, რომელშიც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილიც მონაწილეობდა, დამსწრეებმა განიხილეს წარმომადგენლის როლი მედიაციის პროცესში და ფინანსური კუთხით მედიაციის უპირატესობის საკითხი. 

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, მოსამართლეები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს თავიანთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს.

ყოველწლიური ფორუმის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იურისტებში და წარმოჩენა იმისი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მედიაციის პრაქტიკის დანერგვა იურიდიულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ ფორუმი „მედიაცია იურისტებისთვის“ არის ძალზედ კარგი შესაძლებლობა იურისტებისათვის ყოველწლიურად გაეცნონ დავის რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ სიახლეებს.

 

წყარო: საქართველოს მედიატორთა ასოციაცია 

სხვა სიახლეები
13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

16 იან

სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა

24 ნოე

„ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი და მისი ინტეგრირების პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში“

17 ოქტ

რატომ აუთსორს იურიდიული მომსახურება?

04 სექ

იმიტირებული გამოცდა - შესაძლებლობა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მსურველთათვის

30 მაი

ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა