მედიაცია იურისტებისთვის - ამ სახელწოდების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეგიდითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
დისკუსიის ფორმატში, რომელშიც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილიც მონაწილეობდა, დამსწრეებმა განიხილეს წარმომადგენლის როლი მედიაციის პროცესში და ფინანსური კუთხით მედიაციის უპირატესობის საკითხი.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, მოსამართლეები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს თავიანთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს.
ყოველწლიური ფორუმის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იურისტებში და წარმოჩენა იმისი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მედიაციის პრაქტიკის დანერგვა იურიდიულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ ფორუმი „მედიაცია იურისტებისთვის“ არის ძალზედ კარგი შესაძლებლობა იურისტებისათვის ყოველწლიურად გაეცნონ დავის რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ სიახლეებს.
კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა
„ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი და მისი ინტეგრირების პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში“
რატომ აუთსორს იურიდიული მომსახურება?
იმიტირებული გამოცდა - შესაძლებლობა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მსურველთათვის
ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა
მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება