პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება. ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 750 ლარს, რომელიც გადაიხდება წინასწარ რეგისტრაციისას, ხოლო ადაპტაციის პროგრამის 9-თვიანი სტაჟირების ნაწილი უფასოა.
პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად და გრძელდება მიმდინარე წლის 24 სექტემბრის 18 საათამდე.
ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თვენი სახელი, გვარი და "ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის საფასური":
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: მ/ა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია"
ანგარიში ნომერი: GE59BS0000000000134028
რეგისტრაციის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოწმდება განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა, ადაპტაციის პროგრამის დებულებით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღე.
ადაპტაციის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
რეგისტრაციამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებას.
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: gba.ge
ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა
მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება
რა შეიცვალა იარაღის შენახვისა და გადატანის წესებში?
„აიისამ“ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვა აღარ შეეზღუდებათ
ვინ არიან უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები
რას მოიცავს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები