error858 2021.05.19
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობაზე იმსჯელა

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

„ძირითადი მიმართულებები, რომელიც ამ დროისთვის იყო განსაზღვრული, უკავშირდებოდა 1 აპრილამდე შესასრულებელ ვალდებულებებს და გულისხმობდა ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაბამისი სამოქმედო გეგმების დამტკიცებას. იგულისხმება როგორც ცენტრალური ორგანოების დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასევე მუნიციპალურ დონეზე არსებული დაწესებულებები, რომელთა მხრიდან ვალდებულებების შესრულება იქნებოდა განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით კანონის მიღებიდან ერთი წელია გასული მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს სამსახურები რომლებსაც ამ მხრივ არ აქვთ სამოქმედო გეგმა, მისი თქმით მუნიციპალიტეტებს თუ სურთ რომ შშმ პირების საჭიროებებზე გათვლილი და მორგებული პროგრამები განახორციელონ, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ მათთან, უფრო მეტად უნდა დაუჯერონ მათ და საკუთარ რეგიონებში ხელი შეუწყონ შშმ თემის გაძლიერებას. სხდომაზე კანონის აღსრულების მდგომარეობის შესახებ და კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ისაუბრეს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. თითოეულმა გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა კანონის იმპლემენტაციის მიზნით როგორც სადღეისოდ განხორციელებულ სამუშაოებზე, ასევე, მიმდინარე აქტივობებზე და ვადებზე, რომლის ფარგლებშიც გეგმავენ კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას. სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით მნიშნელოვანია შშმ პირების ჩართულობა კანონის აღსრულების პროცესში და მათთან კომუნიკაცია. მისი თქმით “მთავარი ჩანაფიქრი და კანონის მისია არის, წლიდან წლამდე სახელმწიფომ და მასთან ერთად საზოგადოებამ ჩქარი ტემპით წინ იაროს ამ მიმართულებით.“ კომიტეტი ასევე აპირებს კიდევ ერთი დოკუმენტის მომზადებას სარეკომენდაციო სახით, რომელიც გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.

სხვა სიახლეები
17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

16 იან

სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა

15 დეკ

მედიაცია იურისტებისთვის - ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი

24 ნოე

„ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი და მისი ინტეგრირების პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში“

17 ოქტ

რატომ აუთსორს იურიდიული მომსახურება?

04 სექ

იმიტირებული გამოცდა - შესაძლებლობა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მსურველთათვის

30 მაი

ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა

21 მარ

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

18 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

21 თებ

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა