error 652 2020.10.22
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ 11 წლიანი სამართლებრივი დავა პროკურატურის წინააღმდეგ წარმატებით დაასრულა

 გამამართლებელი განაჩენი 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად - 11 წლიანი სამართლებრივი დავა პროკურატურის წინააღმდეგ საადვოკატო ბიურო „OK&CG“ -ის ადვოკატებმა დავით მუმლაძემ და ოთარ კაჭკაჭაშვილმა წარმატებით დაასრულეს.      

 საქართველოს პროკურატურა „OK&CG“-ის დაცვის ქვეშ მყოფ მინდია ქაშიბაძეს  სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და კომპანიის (maxtop) თანხების მითვისებას ედავებოდა; მოსამართლე გიორგი ებანოიძემ ქაშიბაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 როგორც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატის, დავით მუმლაძე განმარტავს, „საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 წელი მიმდინარეობდა. საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა, რადგან ამ ხნის მანძილზე საქმის განმხილველი არაერთი მოსამართლე და პროცესის მონაწილე შეიცვალა, თუმცა ჩვენი გუნდისა და თავად ბრალდებულის ოჯახის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დავა ჩვენი გამარჯვებით გადაწყდა“.

 მინდია ქაშიბაძე გახლდათ პირველი ქართული ლეპტოპების მწარმოებელი კომპანიის, „Maxtop“-ის დამფუძნებელი და ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიებისა: Acer, Intel და Hp.  
 როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინდია ქაშიბაძის მიმართ 11 წელი მიმდინარეობდა უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.    

ადვოკატ ოთარ კაჭკაჭაშვილის განმარტებით, „ევროპის ქვეყნებში რამდენიმე წლიანი დევნილობის შემდეგ ჩეხეთის სახელმწიფომ დაადგინა, რომ ქაშიბაძის მიმართ მართლაც უკანონოდ მიმდინარეობდა სამართალწარმოების პროცესები და უარი  თქვა პირის საქართველოში ექსტეადაციაზე.  მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ კვლავ გააგრძელა მის მიმართ სამართლაწარმოების პროცესები.  თუმცა, საბოლოოდ ჩვენმა გუნდა დაამტკიცა მისი უდანაშაულობა და დადგა ის შედეგი, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდით“.

სხვა სიახლეები
30 ნოე

„OK&CG“-სა და „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 სექ

ვაკანსია „OK&CG“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) პოზიციაზე!

10 სექ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

09 სექ

„ახალი კოვიდ-რეგულაციები“

31 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

24 აგვ

სისტემატიური ძალადობა, რომელმაც არასრულწლოვანი,სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა

27 ივლ

მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს