error 738 2020.09.10
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ადვოკატთა ასოციციის ინფორმაციით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო 9 სექტემბერს და გაგრძელდება 9 ოქტომბრამდე!

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის გამოყენებით (იხ. ბმული ქემოთ).  

გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: 

► საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
► უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან კვალიფიკაციის არსებობის დამადასტურებელი ცნობა); 
საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების მსურველმა გამოცდაზე რეგისტრაციისას,    უნდა წარმოადგინოს ცნობა/წერილი „ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“, მისი დიპლომის აღიარების შესახებ).
► ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
►გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის - 190 ლარის გადახდის ქვითარი (GE97VT6600000000803803 ბანკის კოდი: UGEBGE22)

რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან.
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე. 
აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 9 ოქტომბერი 18:00 სთ.

გავრცელებულია ელექტრონული პროგრამები, რომლებიც აპლიკანტებს გამოცდებისთვის მომზადებას პირდება, გატყობინებთ, რომ აღნიშნული პროგრამები არ არის მხარდაჭერილი ჩვენი ორგანიზაციის მიერ და ადვოკატთა ასოციაცია არ იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე.

ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულია მხოლოდ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამთვიანი კურსი. დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული.

გამოცდაზე რეგისტრაცია

სხვა სიახლეები
21 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!

17 მარ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტაცია მიმდინარეობს

15 მარ

რატომ არის არასაკმარისი და არაეფექტური საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები - ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი

29 იან

საადვოკატო ბიურო OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

30 ნოე

„OK&CG“-სა და „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ოქტ

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ 11 წლიანი სამართლებრივი დავა პროკურატურის წინააღმდეგ წარმატებით დაასრულა

30 სექ

ვაკანსია „OK&CG“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) პოზიციაზე!

09 სექ

„ახალი კოვიდ-რეგულაციები“

31 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

24 აგვ

სისტემატიური ძალადობა, რომელმაც არასრულწლოვანი,სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა