error 300 2020.08.24
სისტემატიური ძალადობა, რომელმაც არასრულწლოვანი,სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში 1 პირი - დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია, - წერია განცხადებაში.

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. 

 არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანა ცალსახად ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ეს არ არის კონკრეტულად ერთი ოჯახის პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც მთელს ქვეყანაში ძალიან აქტუალურია. როდესაც ვკითხულობთ, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია, კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივაა და აუცილებელია, ამაზე ყურადღების გამახვილება. მართალია, მსგავსი ფაქტები ყოველდღიურად არ ხდება, თუმცა, ყოველდღიურად ხდება ის, რაც სავარაუდოდ იმ არასრულწლოვნის ირგვლივ ხდებოდა - კერძოდ ბავშვებზე ძალადობა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტირა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ბავშვი კვლავაც დაუცველია. დაუცველია ქუჩაში, სკოლაში, ეზოში და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუთარ ოჯახში. დღეს საქართველოში ბავშვები თითქმის ყოველდღიურად ხდებიან როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები და ამას ადასტურებს UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის თანახმად, ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება სოციალურ ნორმადაა მიჩნეული. რეალობა ასეთია, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. მეტიც, კანონმდებლობაშიც კი არ არის კონკრეტული რეგულაცია გაწერილის, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული. 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი განმარტავს,  რომ „საქართველოს კანონმდებლობაში კონკრეტული რეგულაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაწერილი არ არის, აღნიშნული საკითხი ძირითადად დარეგულირებულია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. აღნიშნული დოკუმენტით, რომელზეც ჩვენს ქვეყანასაც მოწერილი აქვს ხელი, სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, მიმართონ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ებყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ“. 

მოდი, განვმარტოთ, რა არის ბავშვზე ძალადობა:

მარტივად რომ ვთქვათ,  ძალადობა ბავშვისთვის მატრავმირებელი ქცევაა, რადგან ძალადობას ყოველთვის თან ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, პირადი საკუთრების ხელყოფით, საჯარო შეურაცხყოფით, ან სექსუალური ექსპლუატაციით. ჩვეულებრივი ყოფითი საწყენი რეპლიკები და კრიტიკული შენიშვნები სხვა არაფერია, თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგანაც ეს უცილობლად აისახება ვისიმე ემოციურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ბავშვზე ძალადობა შეიძლება, სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, მაგრამ ძალადობა ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებასა და სოციალიზაციას, ზოგჯერ კი საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. ბავშვზე სისტემატიურმა ძალადაობამ შეიძლება, მწვავე ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას მას – ჭარბი აგრესია, შიშები, დეპრესიული მდგომარეობა, საკუთარი უმწეობის და არასრულფასოვნების განცდა და სხვა. ამის ნათელი მაგალითია ზემოხსენებული ფაქტიც,ანუ ბავშვის მიმართ სისტემატიურად ძალადობამ იგი ისეთ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ მან უკიდურეს ზომას მიმართა...  

 იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, პირველ ყოვლისა, უნდა აღმოიფხვრას ბავშვთა მიმართ ძალადობა. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობას შეამცირებს და საბოლოოდ აღმოფხვრის. საჭიროა საკანონმდებლო ბაზის კიდევ უფრო დახვეწა, კონკრეტული რეგულაციების შემოღება, რომლებიც მიმართული იქნება სწორედ ამ პრობლემაზე და ღირსეულად დაიცავს ბავშვს სხვადასხვა ტიპის ძალადობისგან. უნდა გაიზარდოს სოციალური სამსახურების როლი; კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტები უნდა განიხილებოდნენ, როგორც მნიშვნელოვანი რესურსი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოსავლენად, ვინაიდან ისინი, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, მოიცავენ ოჯახებს მთელი საქართევლოს მასშტაბით. იმისათვის, რომ ისეთი სამწუხარო ფაქტები აღარასოდეს განმეორდეს, რომელზეც აღნიშნულ სტატიაში ვსაუბრობთ, აუცილებელია სწრაფი და სწორი ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს ყველა იმ ორგანოს მხრიდან, რომელთაც ხელეწიფებათ პრობლემის მოგვარება.

 

  

სხვა სიახლეები
10 სექ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

09 სექ

„ახალი კოვიდ-რეგულაციები“

31 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

27 ივლ

მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!