error1391 2020.07.27
მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

„OK&CG“-მ უზენაეს სასამართლოში  ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კატეგორიის დავა წარმატებით დაასრულა.

 თბილისის მერია „OK&CG“-ს კლიენტს სამშენებლო სამართალდარღვევის კუთხით ედავებოდა. „კერძოდ, უნებართვო მშენებლობისათვის მერიამ დააჯარიმა ჩვენი კლიენტი და დაავალა შენობის დემონტაჟი, იმ პირობებში, როცა შენობა არსებული სახით ჰქონდა შეძენილი ჩვენს კლიენტს. თუმცა, აღმოჩნდა რომ წინა მესაკუთრეს უნებართვოდ ჰქონდა აშენებული და ამის გამო ითხოვდა მერია დემონტაჟს“-აცხადებენ „OK&CG“-ში. 

 უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო საკასაციო საჩივარი და გააკეთა განმარტება, რომ დაუშვებელია საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვა/ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა მესაკუთრემ უნებართვოდ ააშენა შენობა. შესაბამისად, გაუქმდა გასაჩივრებული აქტები დემონტაჟის დავალების ნაწილში. 

სამშენებლო სამართალდარღვევის კუთხით დავა თბილისის მერიასა და „OK&CG“-ს კლიენტს შორის  2017 წლიდან მიმდინარეობდა. 

სხვა სიახლეები
21 მარ

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

18 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

21 თებ

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

01 დეკ

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

30 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტაცია დაიწყო!

13 აგვ

რა შეიცვალა იარაღის შენახვისა და გადატანის წესებში?

28 ივლ

„აიისამ“ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

21 ივლ

პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვა აღარ შეეზღუდებათ

15 ივლ

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები

09 ივლ

რას მოიცავს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები