დღეს, სასტუმრო "რუმსში" იმართება საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია, რომელსაც საადვოკატო ბიურო "OK&CG"-ის დირექტორი, ოთარ კაჭკაჭაშვილი ესწრება.
აღნიშნული ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ყანდაშვილია.
უშუალოდ კანონი მედიაციის შესახებ კი 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა.
მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიულ საშუალებას გულისხმობს და ქართული სამართლებრივი სივრცისათვის მნიშვნელოვანი ნოვაციაა.
მედიაციის პროცესში, მოდავე მხარეებს თავად შეუძლიათ, მიუკერძოებელი მესამე პირის ( მედიატორის) დახმარებით, მიაღწიონ შეთანხმებას.
გამომდინარე აქედან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მედიაციის ქართულ რეალობაში დამკვიდრების პროცესში, მის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამოცანებზე მსჯელობა, სამართლის სფეროში მოღვაწე კოლეგებთან ერთად.
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში
კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა
მედიაცია იურისტებისთვის - ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი
„ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი და მისი ინტეგრირების პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში“
რატომ აუთსორს იურიდიული მომსახურება?
იმიტირებული გამოცდა - შესაძლებლობა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მსურველთათვის