ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო 3 თებერვალს და გაგრძელდება 2 მარტამდე!
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის გამოყენებით.
გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
► საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
► უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან კვალიფიკაციის არსებობის დამადასტურებელი ცნობა);
საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების მსურველმა გამოცდაზე რეგისტრაციისას, უნდა წარმოადგინოს ცნობა/წერილი „ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“, მისი დიპლომის აღიარების შესახებ).
► ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
►გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის - 190 ლარის გადახდის ქვითარი (GE97VT6600000000803803 ბანკის კოდი: UGEBGE22)
რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან.
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე.
აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 2 მარტი 18:00 სთ.
„OK&CG“-სა და „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ 11 წლიანი სამართლებრივი დავა პროკურატურის წინააღმდეგ წარმატებით დაასრულა
ვაკანსია „OK&CG“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) პოზიციაზე!
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
„ახალი კოვიდ-რეგულაციები“
პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
სისტემატიური ძალადობა, რომელმაც არასრულწლოვანი,სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა
მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო
შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში
22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება