error 1691 2020.01.22
საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ კიდევ ერთი ადმინისტრაციული დავა წარმატებით დაასრულა. 

 

იურიდიული კომპანიის ადვოკატის, სალომე მაისურაძეს, წარმომადგენლობით განხორციელებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაუქმდეს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

 

ჩვენი მარწმუნებლის განმარტებით,  მოპასუხე  წარმოადგენს მის ყოფილ მეუღლეს, მათ ჰყავთ საერთო შვილები.

 

შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები რეალობას არ შეესაბამებოდა, კერძოდ, მეუღლე ნ. ნ -სთვის ჩვენს მარწმუნებელს არასდროს არ მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

როგორც იურიდიული კომპანიის წარმომადგენელმა, სალომე მაისურაძემ აღნიშნა,  შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო უსაფუძვლოდ და არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 

 

მოპასუხემ თავის მხრივ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო განცხადება და  გამოკითხვის ოქმი. მისი მტკიცებით შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა პრევენციის მიზნით, მითითებული დროებითი ღონისძიება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა გამოცემული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. 

 

საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი მარწმუნებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილი მეუღლის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’;

საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

სხვა სიახლეები
30 ნოე

„OK&CG“-სა და „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ოქტ

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ 11 წლიანი სამართლებრივი დავა პროკურატურის წინააღმდეგ წარმატებით დაასრულა

30 სექ

ვაკანსია „OK&CG“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) პოზიციაზე!

10 სექ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

09 სექ

„ახალი კოვიდ-რეგულაციები“

31 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

24 აგვ

სისტემატიური ძალადობა, რომელმაც არასრულწლოვანი,სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა

27 ივლ

მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება