error 910 2019.09.21
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს - რა ცვლილება იგეგმება კანონში

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს.

ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი. ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.

ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.

„მამობის შვებულებას ემატება 14 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას; ასევე შემოდის მამობის 30 დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით. (წარმოდგენილი მექანიზმი აყალიბებს ანაზღაურების უფრო მაღალ სტანდარტს ვიდრე მოთხოვნილია დირექტივით),“-აღნიშნულია პროექტში.

რაც შეეხება კონკრეტულად ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დაგეგმილ რეგულაციების, ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ:

  • ზეგანაკვეთური შრომა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირაში 8 საათს;
  • ასევე დგინდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რომელიც არ უნდა იყოს ნომრირებულის 125%-ზე ნაკლები;
  • შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად დამატებითი დასვენების საათების მიცემაზეც;
  • ზუსტდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვადები;
  • შემოდის ზეგანაკვეთური შრომის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება (გამონაკლისია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროება).
სხვა სიახლეები
13 დეკ

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია

04 დეკ

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

02 დეკ

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

28 ნოე

ახალციხეში ადვოკატის უფლებათა დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კომიტეტი დაარსდა

20 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK&CG" უკანონოდ დაკავებულ ექიმს მხარდაჭერას უცხადებს

18 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმს აფორმებს

14 ნოე

დღეს, პრო ბონო პროგრამის დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

08 ნოე

OK&CG-ის დირექტორი ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

08 ნოე

დღეს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება

06 ნოე

დავა ქორწინებამდე შეძენილი ქონების გაყოფაზე წარმატებით დასრულდა