error 206 2019.09.02
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის გამოყენებით (იხ. ბმული).  

გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: 

► საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
► უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან კვალიფიკაციის არსებობის დამადასტურებელი ცნობა); 
საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების მსურველმა გამოცდაზე რეგისტრაციისას,    უნდა წარმოადგინოს ცნობა/წერილი „ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“, მისი დიპლომის აღიარების შესახებ).
► ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
►გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის - 190 ლარის გადახდის ქვითარი (GE97VT6600000000803803 ბანკის კოდი: UGEBGE22)

რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან.
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე. 
აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 სექტემბერი 18:00 სთ.

გავრცელებულია ელექტრონული პროგრამები, რომლებიც აპლიკანტებს გამოცდებისთვის მომზადებას პირდება, გატყობინებთ, რომ აღნიშნული პროგრამები არ არის მხარდაჭერილი ჩვენი ორგანიზაციის მიერ და ადვოკატთა ასოციაცია არ იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე.

ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულია მხოლოდ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამთვიანი კურსი. დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული.

გამოცდაზე სარეგისტრაციო ბმული

სხვა სიახლეები
11 სექ

ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც 1 სექტემბერიდან ამოქმედდა

09 სექ

საადვოკატო ბიურო „OK & CG“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე

19 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის რეგისტაცია დაიწყო

23 მაი

ცვლილებები ადვოკატთა საკვვალიფიკაციო გამოცდაში

20 მაი

სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაჯარიმებას გამოიწვევს

20 მაი

51-ე სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

20 მაი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება

16 მაი

2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა