error1706 2019.05.23
ცვლილებები ადვოკატთა საკვვალიფიკაციო გამოცდაში

  სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ადვოკატთა ასოციაციის მიერ USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ღონისძიებების პრეზენტაცია იმართება.

ღონისძიება  გახსნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ.

პრეზენტაციას ადვოკატთა კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, პროკურატურის, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 ღონისძიებას ესწრება საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი. იურისტის თქმით, პრეზენტაციაზე განხილულ იქნა ის ცვლილებები, რომლებიც რეფორმის ფარგლებში გატარდა.

 „შეცვლილი საგამოცდო პროგრამა ეხება ისეთ დეტალებს, როგორიც არის აპლიკანტთა რეგისტრაციის, გამოცდის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესებს, რომლებიც ელექტრონული ფორმით მოხდება.  გამოცდის მონაწილეებთან კომუნიკაცია ხორციელდება აპლიკანტთა ინდივიდუალურ პორტალზე, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნით და რაც მთავარია, ამ პროგრამის მეშვეობით, აპლიკანტისთვის გამოცდის შედეგი ცნობილი ხდება გამოცდის გასრულებისთანავე,“-განმარტავს კაჭკაჭაშვილი.

 

 როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, შერჩეულმა სამართლის დარგის ექსპერტებმა გაიარეს გადამზადება ტესტის შემუშავებისა და ფსიქომეტრიული ანალიზის შესახებ, რომლის შემდეგაც შემუშავდა საგამოცდო ტესტების შედგენის სახელმძღვანელო.

 

 

 

 

სხვა სიახლეები
30 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტაცია დაიწყო!

13 აგვ

რა შეიცვალა იარაღის შენახვისა და გადატანის წესებში?

28 ივლ

„აიისამ“ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

21 ივლ

პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვა აღარ შეეზღუდებათ

15 ივლ

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები

09 ივლ

რას მოიცავს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები

30 ივნ

ადვოკატებს რიგის გარეშე შეეძლებათ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი

23 ივნ

პარლამენტმა პანდემიის სამართავად ცვლილებებს დაუჭირა მხარი

16 ივნ

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

13 ივნ

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა