error 815 2019.05.20
51-ე სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჩხუბი მოზარდებს შორის – 51-ე საჯარო სკოლაში, სადაც წელიწადნახევრის წინ არასრულწლოვანებს შორის დაწყებული დაპირისპირება ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა, დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

რა გახდა კლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს მანდატურს და განათლების სამინისტროს.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდები მეზობლებმა გააშველეს. ადგილზე ჰყვებიან იმასაც, რომ მსგავსი ფაქტები 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ხშირად ხდება.

„რა მოხდა და როგორც ხდება ამ დამპალ სკოლაში ის მოხდა. დამამთავრებელი კლასია. იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა. სავსე იყო, ნემსის ყუნწი არ ვარდებოდა იმისთანა ცემა-ტყეპა და უბედურება იყო. არ შეიძლება. ყოველ დღე ერთი და იგივე. პოლიცია სადაც იყო? პოლიცია ახლა მოვიდა რომ გამოვიძახეთ,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჩხუბში მონაწილე ბიჭებს ეცვათ თეთრი პერანგები წარწერებით, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.

უცნობია დაშავდნენ თუ არა მოზარდები დაპირისპირების დროს.

სხვა სიახლეები
22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK & CG“ აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე

09 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

08 იან

აღმასრულებელი საბჭოს მნიშვნელოვანი განცხადება ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით

08 იან

ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2020 წლის გამოცემისათვის

23 დეკ

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ის დირექტორი "ამერიკული კუთხის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო

13 დეკ

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია

04 დეკ

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

02 დეკ

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა