error 415 2019.05.16
2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა

2018 წელს საქართველოში 389 ადამიანმა მოიკლა თავი, სიუციდის მცდელობა კი 477 ადამიანს ჰქონდა - ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათგან, ვინც თავი მოიკლა, 319 კაცი იყო, 70 კი - ქალი. სიუციდის მცდელობა 166 ქალს და 311 კაცს ჰქონდა.

სიუციდის 94 შემთხვევა თბილისში აღინიშნა, იმერეთში - 67, კახეთში - 49, აჭარაში - 22, გურიაში - 12, მცხეთა-მთიანეთში - 10; სამეგრელოში - 45; სამცხე-ჯავახეთში - 14; ქვემო ქართლში  - 41; შიდა ქართლში - 35;

უწყება აღნიშნავს, რომ სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შესახებ მონაცემები დამუშავებულია შსს ტერიტორიული დანაყოფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

რაც შეეხება 2017 წელს, ამ წელს საქართველოში სუიციდისა და სუიციდის მცდელობის 630 ფაქტი დაფიქსირდა -  სუიციდის 365 და სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევა.

სხვა სიახლეები
21 სექ

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს - რა ცვლილება იგეგმება კანონში

19 სექ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ბრალდებით ბავშვების მშობლები და ნათესავები დააკავეს

18 სექ

სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 50.75%-ით გაიზარდა

17 სექ

მძღოლები ტექინპექტირების გაუვლელობის გამო შესაძლოა, უფრო ხშირად დაჯარიმდნენ

17 სექ

რისი უფლება აღარ ექნება საფინანსო ორგანიზაციას მევალისგან სესხის ამოღების პროცესში

16 სექ

საგზაო მოძრაობის წესები მკაცრდება

11 სექ

ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც 1 სექტემბერიდან ამოქმედდა

09 სექ

საადვოკატო ბიურო „OK & CG“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე

02 სექ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

19 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის რეგისტაცია დაიწყო