error 771 2019.05.15
ოთარ კაჭკაჭაშვილი: ქვეყანაში ბევრი საექსპერტო დაწესებულება უნდა გაიხსნას

 ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში გამოსვლისას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გააკრიტიკა და განმარტა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსკლუზივი უნდა დასრულდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია, რის საფუძველზე და როგორ ხდება შეფასების გაკეთება. 

მისი თქმით, ქონების შეფასების სისტემა უნდა გადაიხედოს და დამატებითი კომერციული შემფასებლის აკრედიტაცია უნდა დაიწყოს.

 აღნიშნულ საკიხს საადვოკატო ბიურო „OK&CG-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი გამოეხმაურა.

 იურისტის თქმით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გაცემის ექსკლუზივი არა მხოლოდ ქონების შეფასებასთან დაკავშირებით, არამედ ბევრ საკითხთან მიმართებაში აქვს;(დნმ, მამობის დადგენა, სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზები, ნეკროლოგიური, მედიკამენტების ექსპერტიზა, საკვები თუ სასმელი პროდუქტების, კომპიუტერული ექსპერტიზა და ა.შ., ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.)

 „ზოგადად, კანონით არ არის აკრძალული, რომ სხვა საექსპერტო ორგანიზაციებმაც დაწერონ საექსპერტო დასკვნები, თუმცა, პრაქტიკაში ზემოაღნიშული ორგანიზაციების მიერ გაცემულ დასკვნებს იურიდიულ ძალას არ ანიჭებს არც სასამართლო და არც პროკურატურა; წლებია, მხოლოდ სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნებს ენიჭება უპირატესობა და ჯობია, ქვეყანაში დროულად შეიცვალოს ეს მიდგომა და შესაბამისი ლიცენზიის მქონე სხვა ორგანიზაციების მიერ გაცემული დასკვნების პრაქტიკაში გამოყენება მოხდეს,“- განმარტავს ოთარ კაჭკაჭაშვილი.

იურისტის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსკლუზიური უფლება დასკვნების გაცემასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ეჭვს აჩენს სახელმწიფო ტენდერებთან მიმართებაში. „ის, რომ ტენდერებთან დაკავშირებით  მხოლოდ ერთ ორგანოს აქვს  ექსპერტიზისა და გამოკვლევების ჩატარებისა თუ შესაბამისი დასკვნების შედგენის ექსკლუზივი, შესაძლოა კორუფციის გაჩენის საფუძველიც გახდეს, რომელიმე ერთ ორგანოში ასე თავმოყრილი ძალაუფლება“.

 კაჭკაჭაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას  აკრედიტაციის საბჭო, რომელიც გასცემს აკრედიტაციას სხვა ექსპერტიზის ბიუროებისთვის, რომლებსაც აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში ისეთივე იურიდიული ძალა ექნებათ, როგორიც ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გააჩნია.

სხვა სიახლეები
20 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK&CG" უკანონოდ დაკავებულ ექიმს მხარდაჭერას უცხადებს

18 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმს აფორმებს

14 ნოე

დღეს, პრო ბონო პროგრამის დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

08 ნოე

OK&CG-ის დირექტორი ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

08 ნოე

დღეს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება

06 ნოე

დავა ქორწინებამდე შეძენილი ქონების გაყოფაზე წარმატებით დასრულდა

04 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

21 ოქტ

საადვოკატო ბიურომ "OK & CG" სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

18 ოქტ

საადვოკატო ბიურომ "OK&CG" შპს "აიპლიუსთან' დავა წარმატებით დაასრულა

11 ოქტ

"OK & CG"-ის დირექტორი სამეწარმეო სამართლის აქტუალურ საკითხებზე შეხვედრებში მონაწილეობს