error 556 2019.05.14
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება დაიწყო-აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. განცხადებას საადვოკატო ბიურო „OK&CG“ უცვლელად გთავაზობთ.

შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. სისტემაში უკვე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ არსებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის საშუალებით.

მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, „ვაკანსიებში“ განთავსებულია ინფორმაცია, რომელზეც მიბმულია „განაცხადის შევსება“.

განაცხადი შედგება 7 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით). გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ „განაცხადის შეტანას“ (მე-7 სექციაში). განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც განაცხადი არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი. განაცხადში გათვალისწინებულია ფოტოს ატვირთვაც.

შერჩევაში მონაწილეობის მსურველს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა შეტანილად მიიჩნევს განაცხადს.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ბრაუზერით.
რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

განაცხადის შევსების შემდეგ შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გამოაგზავნოს საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35(2) მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. (იხ. თანხმობის ფორმა)

პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 32 227 31 00 + 128/111 ან 577 554421; 595 850395; 595 223599

სხვა სიახლეები
13 დეკ

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია

04 დეკ

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

02 დეკ

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

28 ნოე

ახალციხეში ადვოკატის უფლებათა დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კომიტეტი დაარსდა

20 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK&CG" უკანონოდ დაკავებულ ექიმს მხარდაჭერას უცხადებს

18 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმს აფორმებს

14 ნოე

დღეს, პრო ბონო პროგრამის დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

08 ნოე

OK&CG-ის დირექტორი ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

08 ნოე

დღეს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება

06 ნოე

დავა ქორწინებამდე შეძენილი ქონების გაყოფაზე წარმატებით დასრულდა