error 224 2019.05.06
მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე, სიჩქარის გადაჭარბებასა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

“დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. გვაქვს მთელი რიგი ღინისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018 წელს სიკვდილიანობის ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, თუმცა 459 დაკარგული სიცოცხლე არის მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს, ამისთვის ვამატებთ კამერებს - წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 5 ათასამდე კამერა იქნება, სხვადასხვა ტიპის - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა. შ . ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასე ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც უკვე მომზადებულია და დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება. ასევე, როგორც იცით, ვგეგმავთ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა ამ საკანონდებლო პროექტის დავიწყოთ საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას",- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

რა რაოდენობით გაიზრდება საჯარიმო სანქციები და საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია.

სხვა სიახლეები
16 მაი

2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა

15 მაი

„OK&CG“ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

15 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ქვეყანაში ბევრი საექსპერტო დაწესებულება უნდა გაიხსნას

14 მაი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება

14 მაი

„გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი მზადაა და მთავრობაშია წარდგენილი“

14 მაი

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ იურიდიულ კონსულტაციას

13 მაი

"ანტიდემპინგური კანონმდებლობა მეწარმეებს დემპინგური იმპორტის ზიანისაგან დაიცავს"

03 მაი

1-ლი ივნისიდან ახალი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება