31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება.
კერძოდ, 31 მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ.
მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული.
კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − მწარმოებლის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება
საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს
საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა
ახალციხეში ადვოკატის უფლებათა დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კომიტეტი დაარსდა
საადვოკატო ბიურო "OK&CG" უკანონოდ დაკავებულ ექიმს მხარდაჭერას უცხადებს
საადვოკატო ბიურო "OK & CG" შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმს აფორმებს
დღეს, პრო ბონო პროგრამის დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
OK&CG-ის დირექტორი ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
დღეს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება
დავა ქორწინებამდე შეძენილი ქონების გაყოფაზე წარმატებით დასრულდა