error 191 2019.03.09
ბიზნესი გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონის დაჩქარებულად მიღებას ითხოვს

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ "გადახდისუუნარობის შესახებ" ახალი კანონი დროულად იქნას მიღებული. 

აღნიშნული მოთხოვნა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან გამართულ შეხვედრაზეც დააყენეს. 

„მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ბევრ ინდექსებსა და კვლევებში წინა პოზიციაზე ვართ, თუმცა ყველგან ფიქსირდება ის, რომ გადახდისუნარიანობის კანონის არმიღების დროს, პრობლემას წარმოადგენს ეს ყველაფერი, მათ შორის, ინვესტიციებისთვის, რადგან ჩვენთან ძალიან ადვილია ბიზნესის დაწყება, თუმცა ინვესტორი როცა მოდის, ის ფაქტიურად უყურებს იმას, რომ რისკის შემთხვევაში, თუ შეექმნათ პრობლემები, მას თავისი ბიზნესის დაცვის საშუალება ჰქონდეს გაკოტრებისა და გარკვეული პრობლემების შემთხვევაში. 

გვითხრეს რომ ეს პროცესშია და სწრაფად იქნება მიღებული“, - განაცხადა მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ.

როგორც ცნობილია, კანონს იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშოროსო ორგანიზაციებთან ერთად წერს. ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი. 

"გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. რამდენჯერმე დაანონსების მიუხედავად დოკუმენტი დასამტკიცებლად ჯერ საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნილი არ არის. 

შეგახსენებთ: საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მიმდინარე წლის ივლისში, პარლამენტში წარდგენისას თქვა, რომ გადახდისუუნარობის კანონის მიღებას დაააჩქარებდა. 

„რამენაირად უნდა დავამთავროთ ე.წ გადახდისუუნარობა. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია თავს ვიწონებთ რა მალე ვხსნით კომპანიას საქართველოში, სადღაც 40 წუთში იხსნება, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად მალე შეიძლება არაეფექტური ერთეული გავიდეს მეორად ბაზარზე. იმიტომ, რომ უამრავი აქტივი, უამრავი ეკონომიკური პოტენციალის მქონე აქტივი არის გაჭედილი იმიტომ, რომ გაკოტრება არ მოგვწონს, ცუდი სიტყვაა და სიკვდილის დაჩქარების კანონი არავის არ უნდა მიიღოს. მაგრამ არ არის ეს ასე. ეს ყველაფერი მომზადებულია და მე უახლოეს მომავალში, ამას დავაჩქარებ. ამის ლობისტი ვიქნები“, - აცხადებდა მაჭავარიანი.

სხვა სიახლეები
04 მარ

სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებაზე ჯარიმა მკაცრდება

23 თებ

რამდენმა ადამიანმა დაარღვია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი?

13 თებ

სამუშაო შეხვედრა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე

05 თებ

საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს 705 კანონი მიიღო

05 თებ

ინტერნეტოპერატორებს, შესაძლოა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ.

04 თებ

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი მოსამართლე?

22 იან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენ

22 იან

სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადვოკატთა საგანგებო კრება გაიმართება

22 იან

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს

14 იან

„2018 წლის განმავლობაში მორიგებით 15 ათასამდე საქმე დასრულდა“