error2720 2019.03.04
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებაზე ჯარიმა მკაცრდება

პირები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში არც მეორედ გამოცხადდებიან, 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა სავალდებულოა კანონით დადგენილი პირებისთვის. თუმცა, პრაქტიკული შემთხვევების გათვალისწინებით, ხშირად ხდება აღნიშნული ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდება როგორც სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარი მოტყუებით. გარდა ამისა, ხშირია სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობა..

ცვლილების თანახმად, დაწესდება პასუხისმგებლობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში და ჯარიმა 2 000 ლარი იქნება.

გარდა ამისა, კანონპროექტით, რომლის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენასაც მთავრობა გეგმავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით.

ზემოხსენებულ ქმედებებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ხოლო, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს.

„პროექტის მიღება პირდაპირ გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, განისაზღვრება ჯარიმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ასევე, წვევამდელის მიერ სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის მოჩვენებით ან სხვაგვარი მოტყუებით, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მცდელობისათვის,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა