სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ადვოკატთა საგანგებო საერთო კრება 3 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
როგორც დავით ასათიანის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გამოკვეთა სასამართლო მმართველობაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას და კიდევ უფრო ასუსტებს მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობას,
„შეიქმნა რეალობა, რომელმაც მთლიანად იურიდიული პროფესია დააყენა ისტორიულ გზაგასაყარზე: ჩამოყალიბდეს და განმტკიცდეს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემა თუ კიდევ უფრო გამყარდეს სისტემაში არსებული მმართველობის გაუმჭვირვალე და მანკიერი ფორმა, რაც სრულიად შეუსაბამოა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპებთან.
ვაცნობიერებთ რა შექმნილი მდგომარეობის სიმწვავეს და ადვოკატთა კორპუსის მნიშვნელოვან როლს არსებული სირთულეების დაძლევის პროცესში, ვიწვევთ ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებას, რომელზეც ადვოკატთა მრავალრიცხოვანი კორპუსი იმსჯელებს მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებზე და მიიღებს ერთიან საგანგებო რეზოლუციას სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაში.
რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში
კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა
მედიაცია იურისტებისთვის - ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი
„ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი და მისი ინტეგრირების პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში“
რატომ აუთსორს იურიდიული მომსახურება?
იმიტირებული გამოცდა - შესაძლებლობა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მსურველთათვის